მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2352
01/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011
000000000.00(0).000.000000
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2352

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საბაგირო გზების გამართული ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 24 700 (ოცდაოთხი ათას შვიდასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნ. გილაური