დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.016114 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების“ 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3-8 პუნქტები:
„3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კოლეგიალური ორგანოების ფორმირების შემდგომ და არაუგვიანეს 2014-15 სასწავლო წლის დაწყებამდე, უნდა გამოცხადდეს აკადემიის რექტორისა და ფაკულტეტების დეკანების არჩევნები წესდებით დადგენილი წესით; 4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კოლეგიალური ორგანოების ფორმირების შემდგომ და არაუგვიანეს 2014-15 სასწავლო წლის დაწყებამდე, უნდა მოხდეს აკადემიის კანცლერისა და აკადემიის ხარისხის სამსახურის უფროსების დამტკიცება; 5. აკადემიის მმართველობითი ორგანოებისა და თანამდებობის პირების: აკადემიური პერსონალის, წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს, რექტორის, კანცლერის, ხარისხის სამსახურის უფროსის, ფაკულტეტების დეკანების, ასევე მათი მოვალეობის შემსრულებლების უფლებამოსილება გრძელდება ამ მუხლის 1-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე; 6. ამ წესდების დამტკიცებამდე, აკადემიაში დაკავებულ თანამდებობზე არ ვრცელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ამ წესდების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით დაწესებული შეზღუდვები; 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული სრული პროფესორი ჩაითვალოს ამ წესდებით გათვალისწინებულ პროფესორად; 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე, აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ ასისტენტ-პროფესორზე, არ ვრცელდება ასისტენტ-პროფესორისათვის ამ წესდებით დადგენილი მოთხოვნები.“, |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 19 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები