დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2082 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №2082
2011 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „მესტია რიზორტსს“ გადაურიცხოს 503 000 (ხუთას სამი ათასი) ლარი სათხილამურო ტრასების გასანათებელი საშუალებების შესაძენად (ბოძები, სანათები) და მათი საექსპლუატაციო‑ტექნიკური პირობების გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით.
2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 503 000 (ხუთას სამი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „მესტია რიზორტსის“ კაპიტალი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „მესტია რიზორტსმა“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „მესტია რიზორტსისათვის“ გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები