სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1807
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1807
14/09/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
000000000.00(0).000.000000
სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1807

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების განხორციელება;

ბ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ უფლებამოსილია „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოიყენოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებით შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გამოყოფილი საბიუჯეტო სესხის ხარჯზე შეძენილი მილები და ფასონური ნაწილები;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური