დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2077 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №2077
2011წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“ -ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილისათვის უფლებამოსილებისმინიჭების შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება საქონლის მოწოდების თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა დაკომპანია „Poma galski“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ რუ ლების პროექტი.
3. განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესაბესალომ კეკელიას.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებული მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვ ა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. კომპანია „Pomagalski“, საქმიანი რეპუტაციის, ცნობადობისა და მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.
6. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დადგინდეს ამავე ბრძანების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფა განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე 2011 და 2012 წლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის მიზნით.
8. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები