დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1805 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1805
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სოციალური ჭრის შედეგად მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის ლანჩხუთის სატყეო უბანში გამოყოფილი ტყეკაფებიდან 6 901 (ექვსი ათას ცხრაას ერთი) მ3 მერქნული რესურსის გაცემისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს კატეგორიის მიუხედავად, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები