დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2072 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №2072
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑12 მუხლის მე‑5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს სამინისტროსათვის ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების და სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული 1 450 მ3 მერქნული რესურსის გადაცემა .
2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენობისათვის, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები