იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1802
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1802
14/09/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1802

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ

1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 03) 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი მიმართოს ქალაქ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საკადასტრო აზომვითი და შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზების შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ. გილაური