დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოციალური მუშაკების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2344
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
სოციალური მუშაკების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (ორგანიზაციული კოდი – 35 11, „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის“ „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში) სოციალური მუშაკების პროფესიული უნარ‑ჩვევების განვითარების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განახორციელოს საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები