დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2012 წლის 03 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/01-03 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.33.062.016062 |
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის ბრძანება №10/01-03
2014 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2012 წლის 03 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2012 წლის 03 თებერვლის №4 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.33.062.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების, „ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის მე-3 პუნქტის „დ’’ ქვეპუნქტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2, №3, №4 დადგენილებებით დამტკიცებული დებულებების მე-4 მუხლის „ბ’’ პუნქტისა და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:’’.
2. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებმა (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა) დანართი 1,2,3,4 შესაბამისად.’’.
3. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებმა რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს ყოველკვარტალურად წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.’’.
4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების მიზნით, კომისია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს განმცხადებლისაგან (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენელი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირის განცხადება-ანკეტის შევსება;
ბ) მოითხოვოს განმცხადებლისაგან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი: დაბადების მოწმობა, ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, სამხედრო ბილეთი, მძღოლის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების (განქორწინების) მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა;
გ) მიიღოს/მოითხოვოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობითი განმარტებები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მასალებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოს;
ე) წერილობით დაადასტუროს ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა (ფოტოიდენტურობა).’’.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან შეთანხმებით. კომისია შედგება არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისაგან. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადაა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით:
ა.ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართვის შემთხვევაში, მომართვის დღიდან არაუგვიანეს ერთი თვე;
ა.ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (საკონსულო დაწესებულება) მომართვის შემთხვევაში, მომართვის დღიდან 10 სამუშაო დღე;
ა.გ) განმცხადებლის (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენელი) მომართვის შემთხვევაში, მომართვის დღიდან 7 სამუშაო დღე, თუ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გაგრძელდეს 10 სამუშაო დღემდე ვადით, რაც უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მომართვის შემთხვევაში ერთი სამუშაო დღე;
ბ.ბ) განმცხადებლის (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენლი) ან სახელმწიფო ორგანოს მომართვის შემთხვევაში, ხუთი სამუშაო დღე.“.
7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერას.’’.
8. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა/ცნობა
(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე)
|
№ |
ქ. --------------- ------- ---------- 201-წ.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად:
პიროვნების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
დაბადებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე, წელი)
მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ––––––––––––––––––––––––––––––––––––
ცხოვრების წლები ________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე:
მდივანი:
ბ.ა. ‘’.
9. „დანართი №4 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირის განცხადება-ანკეტის ფორმა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა
განცხადება-ანკეტა
პირადი ინფორმაცია
1.1. სახელი, გვარი, მამის სახელი: ------------------------------------------------------------
1.2. პირადი ნომერი: --------------------------------------------------------------------------
1.3. (სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, თავდაპირველი სახელი ან/და გვარი) -------------------------------------------------------------------------------------------
1.4. დაბადების ადგილი და თარიღი -------------------------------------------------------
1.5. ოჯახური მდგომარეობა: ----------------------------------------------------------------
1.6. ქორწინების ადგილი და თარიღი -----------------------------------------------------
1.7. ოჯახის წევრთა (მათ შორის თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირები) მონაცემები იძულებით გადაადგილებლამდე:
|
სახელი, გვარი |
ნათესაური კავშირი |
დაბადების თარიღი |
დაბადების ადგილი |
ამჟამინდელი ადგილსამყოფელი |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
1.8. ოჯახის წევრთა (მათ შორის თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირები) მონაცემები იძულებით გადაადგილების შემდგომ:
|
სახელი, გვარი |
ნათესაური კავშირი |
დაბადების თარიღი |
დაბადების ადგილი |
ამჟამინდელი ადგილსამყოფელი |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
1.9. განათლება, ---------------------------- (სასწავლებლის (სკოლა/ინსტიტუტი/) სრული დასახელება და მისამართი) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1.10. ინფორმაცია თანაკლასელების/თანაკურსელების შესახებ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ეწეოდით თუ არა შრომით საქმიანობას იძულებით გადადგილებამდე:
2.1. დაწესებულების დასახელება და მისამართი -------------------------------------------
2.2. დაკავებული თანამდებობა -------------------------------------------------------------------
2.3. ინფორმაცია დირექტორის/უფროსის, ასევე თანამშრომლების შესახებ:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე (ზუსტი მისამართი, გავრცელებული უბნის დასახელება, ცხოვრების წლები) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.1. საცხოვრებელი ადგილის დატოვების თარიღი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.2. დეტალური ინფორმაცია რა ვითარებაში მოხდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება (მიუთითეთ კონკრეტულად ვისთან ერთად დატოვეთ აფხაზეთის ა/რ ტერიტორია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელ.) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.3. ინფორმაცია მეზობლების შესახებ: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. ინფორმაცია მოქალაქეობისა და მუდმივი რეგისტრაციის (ჩაწერა/ამოწერა) შესახებ:
4.1. ხართ თუ არა საქართველოს მოქალაქე, გაგაჩნიათ თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და/ან ორმაგი მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.2. გაგაჩნიათ თუ არა სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, საბინაო წიგნაკი, შრომის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე ცხოვრება: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.3 გთხოვთ მიუთითოთ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირი (პირები), (მითითეთ სახელი, გვარი, მისამართი, ტელ:) რომლებსაც გაანიათ ინფორმაცია თქვენს მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. ამჟამინდელი დროებითი (დევნილად რეგისტრაციის/ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი/მისამართი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. დამატებითი ინფორმაცია: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის მოთხოვნა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი’’.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კ. კუჭუხიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები