დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის ანგარიშის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 21/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016210 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/05/2014 - 27/02/2019)
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის
ანგარიშის წესის დამტკიცების შესახებ
|
იწონებს რა, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ შემუშავებულ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის მიერ, ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორის, პაატა კლდიაშვილის 2014 წლის 16 მაისის №04/05 წერილობითი მომართვის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის ანგარიშის წესი, დანართი №1–ის შესაბამისად.
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №2–ის შესაბამისად.
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ახლად არჩეული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომის გამართვიდან ერთი თვის ვადაში. |
|
დანართი № 1
|
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის მიერ
ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესი
|
1.
საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირი) მოვალეა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, 6 თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და მათ წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე უპასუხოს ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
2.
საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის შესახებ ბრძანება, საკრებულოს წევრებთან შეთანხმებით, გამოსცეს აღნიშნული წესის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. |
3.
საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული წესის ამოქმედებიდან მომავალ წლებში საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის შესახებ ბრძანება გამოსცეს ყოველი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. |
4.
საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში ან მოქალაქეთათვის წინასწარ ცნობილ სხვა საჯარო სივრცეში. |
5.
საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე, ადგილობრივ გაზეთსა და საკრებულოს სპეციალურ სტენდზე, ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. |
6.
მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად დაესწრონ საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას. |
7.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავიანთი შენიშვნები, წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა. |
8.
საკრებულოს წევრის 6 თვის ანგარიშის ჩაბარების თაობაზე, ინფორმაციას საკრებულო იღებს ცნობად ანგარიშის წარდგენიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე.
|
დანართი № 2
|
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიში
(ფორმა) |
თვითმმართველი ერთეულის დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––– საკრებულოს წევრის სახელი, გვარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკრებულოში დაკავებული თანამდებობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––– საკრებულოს რომელი ფრაქციის წევრია: –––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკრებულოს რომელი კომისიის (კომისიების) წევრია: –––––––––––––––––––––––––– არჩევის წესი (მაჟორიტარის შემთხვევაში ოლქის მითითებით): –––––––––––––––––– საანგარიშგებო პერიოდი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განხორციელებული საქმიანობა: |
1.
საკრებულოს სხდომების რაოდენობა, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
2.
მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც საკრებულოს სხდომებზე მხარი დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
3.
საკითხები, რომლებსაც საკრებულოს სხდომებზე მხარი არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
4.
საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა, რომელშიც მიიღო მონაწილეობა ანგარიშის წარმდგენმა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
5.
კომისიების სხდომებზე მის მიერ ინიციირებული საკითხები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
6.
მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც კომისიების სხდომებზე მხარი დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
7.
საკითხები, რომლებსაც კომისიების სხდომებზე მხარი არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
8.
მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
9.
ამ შეხვედრებზე დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
10.
მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოკვეთილი ძირითადი საკითხები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
11.
განხორციელებული სხვა საქმიანობა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შედეგი, ეფექტი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული შედეგი, მაგალითად, ანგარიშის წარმდგენის მიერ ინიციირებული რამდენი პროექტი იქნა მიღებული საკრებულოს მიერ, რა შესრულდა ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებებიდან და სხვა. შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები