დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 857 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017109 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №857
2014 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) შპს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ (ს/ნ 400008807) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, „კოხტის ძირი“, საკადასტრო კოდი − 64.30.01.004, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) შპს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ (ს/ნ 400008807) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2639.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, „კოხტის ძირი“, საკადასტრო კოდი − 64.30.08.023, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) შპს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ (ს/ნ 400008807) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2638.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, „კოხტის ძირი“, საკადასტრო კოდი − 64.30.08.075, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
დ) მაყვალა გურგენიძის (პ/ნ 18001045621) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბაღდათი, სოფელი როხი, საკადასტრო კოდი − 30.04.36.238, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ე) პავლუზ გუმბერიძის (პ/ნ 09001002545) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 131.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბაღდათი, ქუჩა მერაბ კოსტავა, №11, საკადასტრო კოდი − 30.11.32.265, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ვ) გიგლა ქოქოლაძის (პ/ნ 61006066993), ნანული ქოქოლაძის (პ/ნ 61006033171), მზია ზოიძის (პ/ნ 61006047441), ედნარ ქოქოლაძის (პ/ნ 61006007650) და ნინო ქოქოლაძის (პ/ნ 61006002381) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება ფერია, საკადასტრო კოდი − 05.31.06.264, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები