სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 846
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017108
  • Word
846
13/05/2014
ვებგვერდი, 23/05/2014
000000000.00.003.017108
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №846

2014 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაშიმდებარე 858454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №88.02.31.012) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 19 000 (ცხრამეტი ათას) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „დოლამისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237978355).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ №88.02.23.002) მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 60 (სამოც) სულ პირუტყვზე;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ნივთზე, მუდმივად, ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „დოლამისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237978355) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 345821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №88.02.31.011) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გადაცემული ნივთის სარგებლობის პირობებად განისაზღვროს:

ა) წლიური საიჯარო ქირის, 1200 (ათას ორასი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, საანგარიშო პერიოდის ყოველი პირველი თვის ბოლოს;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „დოლამისმა“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

ინფორმაცია

საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე პირველადი პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია

ფიზიკური/იურიდიული პირი

რეგისტრაციის თარიღი/საიდენტიფიკაციო კოდი

იურიდიული მისამართი

საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ს/ს სავარგული სულ (მიუთითეთ ფართობი, სარწყავი/ურწყავი), მათ შორის:

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა (კულტურების და სახეობების მიხედვით)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

მრავალწლოვანი კულტურების წარმოება (კულტურების და ჯიშების მიხედვით)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სილოსის და ცხოველთა საკვების წარმოება (ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები/ბალახები) ნათესი ფართობები და წარმოება

---------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებული პროდუქციის მოხმარება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

საძოვარი (მიუთითეთ ფართობი და პირუტყვის (მსხვილფეხა (მათ შორის ფური)/წვრილფეხა) რაოდენობა)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებული პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა პროდუქციის სახეობების მიხედვით (მათ შორის ცოცხალი პირუტყვი) და გასაღების ბაზარი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

რა სახის ღონისძიებები გაატარეთ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით?

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

გაიარეთ თუ არა კონსულტაციები? (ვისთან?)

---------------------------------------------------------------------------------------------------------