სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აქვა გეოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აქვა გეოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 844
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017106
  • Word
844
13/05/2014
ვებგვერდი, 23/05/2014
000000000.00.003.017106
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აქვა გეოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №844

2014 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აქვა გეოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობში (ნაკვეთი 11/149) მდებარე 27300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.05.11.149) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1000 (ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აქვა გეოს“ (ს/კ 204564113).

  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

   ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

 ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში, გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 4000 კვ.მ ფართის, სათანადო ინფრასტრუქტურის მქონე წყლის მწარმოებელი ქარხნის (მათ შორის: ძირითადი საწარმოო შენობის, ადმინისტრაციული შენობის, საწყობ(ებ)ის და დამხმარე შენობა-ნაგებობ(ებ)ის) მშენებლობა, ექსპლუატაციაში შეყვანა და აღჭურვა.

 3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 8 500 000 (რვა მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ინვესტიციისგანხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში.

  4. შპს ,,აქვა გეო“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

  5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი