დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 821 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017096 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №821
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მე‑10, მე‑11, მე‑13, მე‑16 და 21‑ე ჩუქის გაზსადენი მილი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.00.336) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზი – კახეთს“ (ს/კ №241582756 ).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე ბუნებრივი აირის მილსადენზე არსებული გაზიფიცირებული აბონენტების გაზმომარაგების მიზნით, 2014 წლის 1 სექტემბრამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები