დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 820 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017095 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №820
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი ერთეული (ჯამში – 349 303 კვ.მ) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის: 20 900.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.504); 29 000.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.505); 31 350.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.506); 36 518.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.507); 88 335.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.508) და 143 200.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.509) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 49 300 (ორმოცდაცხრა ათას სამასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჩირინას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №203842137).
2. საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს:
ა) საპრივატიზებოთანხისგადახდაშესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) გადაცემულ უძრავ ნივთზე ან/და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა- უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, მეფრინველეობის ფერმის აშენება და ფუნქციონირების დაწყების უზრუნველყოფა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეფრინველეობის ფერმის მშენებლობის დასრულების შემდგომ, 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე ფერმაში არანაკალებ 8 ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით;
ე) ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება‑გაუმჯობესების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ანალიზის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის/დასკვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;
ვ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის შესახებ მუდმივად, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ჩირინამ“ უზრუნველყოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადა 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
4. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებებისგანხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
ინფორმაცია
საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე პირველადი პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია
| ფიზიკური/იურიდიული პირი
|
|
| რეგისტრაციის თარიღი/საიდენტიფიკაციო კოდი
|
|
| იურიდიული მისამართი
|
|
| საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ს/ს სავარგული სულ (მიუთითეთ ფართობი, სარწყავი/ურწყავი), მათ შორის:
| |
| ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა (კულტურების და სახეობების მიხედვით) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
| |
| მრავალწლოვანი კულტურების წარმოება (კულტურების და ჯიშების მიხედვით) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
| |
| სილოსის და ცხოველთა საკვების წარმოება (ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები/ბალახები) ნათესი ფართობები და წარმოება -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წარმოებული პროდუქციის მოხმარება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
| |
| საძოვარი (მიუთითეთ ფართობი და პირუტყვის (მსხვილფეხა (მათ შორის, ფური)/წვრილფეხა) რაოდენობა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ წარმოებული პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა პროდუქციის სახეობების მიხედვით (მათ შორის, ცოცხალი პირუტყვი) და გასაღების ბაზარი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
| რა სახის ღონისძიებები გაატარეთ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ |
| გაიარეთ თუ არა კონსულტაციები? (ვისთან) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები