დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 819 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017094 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №819
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
სსიპ – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის მიმღები აპარატურის, ე.წ. ,,სეთ-თოფ ბოქსების“ შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 24 01 03 01).
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები