დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პროკურატურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 817 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017092 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №817
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2014 წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილმა ეკონომიამ შეადგინა 196 784.3 (ას ოთხმოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაოთხი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი.
2. უფლება მიეცეს საქართველოს პროკურატურას, განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია გამოიყენოს საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირების, მათ შორის, თანამშრომელთა დაზღვევასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის დაფარვის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები