დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1024 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 813 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017088 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №813
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1024 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1024 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წინააღმდეგ კომპანია National Consultants Ltd-ის მოთხოვნის საფუძველზე წარმოებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ იურიდიული მომსახურების (სასამართლოსა და არბიტრაჟში კორპორაციის ინტერესების წარმომადგენლობა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების და საექსპერტო დასკვნების მოპოვება, ურთიერთობა ისრაელის და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ და სხვა შესაბამის ორგანოებთან და კორპორაციის ინტერესების დაცვის მიზნებისათვის აუცილებელი სხვა მომსახურების გაწევა, როგორც უშუალოდ, ასევე, მესამე პირების მეშვეობით) სახელმწიფო შესყიდვა „Hogan&Lovells USA LLP“-ისაგან განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები