მესტიის მუნიციპალიტეტისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 810
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017085
  • Word
810
08/05/2014
ვებგვერდი, 22/05/2014
000000000.00.003.017085
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №810

2014 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. სოფელ ლახამულაში მეწყერით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი საკვლევი, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის.

2. მესტიის მუნიციპალიტეტმა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი