დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, სს „ლიბერთი ბანკისათვის“ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 809 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017084 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №809
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, სს „ლიბერთი ბანკისათვის“ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“‑ს მიეცეს თანხმობა, თავის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება – ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო‑საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.72.14.009. 200) მდებარე შენობა‑ნაგებობის მთლიანი ფართიდან 5 კვ.მ და ქ. თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე არსებული არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.19.19.005.048) მდებარე შენობა‑ნაგებობის მთლიანი ფართიდან 5 კვ.მ აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, არა უმეტეს 5 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1 კვ.მ‑ზე 10 ლარის ოდენობით, გადასცეს სს „ლიბერთი ბანკს“ (ს/კ 203828304).
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები