დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის მხრიდან ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა) საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საწევრო ხარჯებისა და არსებული დავალიანების დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 808 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017083 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №808
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის მხრიდან ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა) საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საწევრო ხარჯებისა და არსებული დავალიანების დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობის მხრიდან ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტიდან (დუბნა) წარდგენილი ინვოისის შესაბამისი დაფინანსება, კერძოდ, მიმდინარე საწევრო ხარჯებისა და არსებული დავალიანების გადარიცხვა, უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი - 32 04 02 01).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები