შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ აგრო ქართუს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ აგრო ქართუს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 807
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017082
  • Word
807
08/05/2014
ვებგვერდი, 22/05/2014
000000000.00.003.017082
შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ აგრო ქართუს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №807

2014 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ აგრო ქართუს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ“ (ს.კ. 205203983) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ აგრო ქართუს“ შორის 2009 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ამავე ხელშეკრულების 4.2.3 მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

 

პრემიერ-მინისტრი                ირაკლი ღარიბაშვილი