„სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 მარტის №235 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ „აგრო ქართუს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 806
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017081
  • Word
806
08/05/2014
ვებგვერდი, 22/05/2014
000000000.00.003.017081
„სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 მარტის №235 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ „აგრო ქართუს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №806

2014 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 მარტის №235 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ „აგრო ქართუს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-1ს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 მარტის №235 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე კარტოფილის მეთესლეობის ბაზის შექმნა (სარწყავი სისტემებისა და კარტოფილის თესლის შესანახი სათავსოების მოწყობა ვენტილაციის სისტემებით, ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) და 100 (ასი) ადამიანის დასაქმება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;“.

       2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „აგრო ქართუ“ (ს.კ. 205203983) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ „აგრო ქართუს“ შორის 2009 წლის 30 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2.3 მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

     3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი