დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 31/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.002.758 |
საქართველოს კანონი
„ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ. 154) 49-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2008 წლის 1 იანვრიდან კერძო ვეტერინარული საქმიანობა აეკრძალოს იმ ვეტერინარ ექიმებს (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმებს, ვეტერინარ ფარმაცევტებს), რომლებსაც არ აქვთ კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 16 მარტი.
№4470–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები