დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2631
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს (ს/კ 201950068) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით გადასცეს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. №123‑ში მდე ბარე №1, №2, №3, №4 შენობა‑ნაგებობები და მათზე დამაგრებული 1 268 კვ.მ არა სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.13.08.004.048).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდეს არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან – საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირთან უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები