შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალური ფონდისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალური ფონდისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2630
29/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
000000000.00(0).000.000000
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალური ფონდისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2630

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალური ფონდისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შეზღუ­დული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუსიკალურ ფონდს“ (ს/კ 211330870) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით გა­დასცეს ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №20ა‑ში შენობის პირველ სართულზე არსებული 396,76 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.15.019.008.01.500).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელ­შეკრულება გაუქმდეს არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნი­სტ­რომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „მუსიკალურ ფონდთან“ უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი  ნ . გილაური