„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“ ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“ ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2628
29/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
000000000.00(0).000.000000
„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“ ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 262 8

2011 წლის 29 დეკემბერი

. თბილისი

„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“‑ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 3 ივნისის 4730- Iს და­დგე­ნილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვი­თა­რე­ბის ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული „სასესხო ხელშეკ­რუ­ლ­ე­ბის“ (სპეციალური ოპერაციები) („ურბანული მომსახურების გაუმჯო­ბ­ესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“) შესაბამისად:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აზიის განვითარების ბანკის მი­ერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურებით შერჩეული როგორც ად­გი­ლობრივი, ისე საერთაშორისო კონსულტანტების წინაშე ხელშეკ­რულ­ებე­ბით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრუ­ლ­ებისა­თვის გახარჯულ იქნა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­მო­მარა­გების კომპანიის“ საკუთარი შემოსავლები. ვინაიდან „სასესხო ხელშეკ­რ­უ­­ლე­ბა“ არ ით­ვალისწინებს კომპანიის მიერ „ურბანული მომსახურების გა­­უ­მ­ჯო­ბე­სე­ბის საინვესტიციო პროგრამის“ განსა­ხორ­ცი­ე­ლ­ე­ბ­ლად სა­ქარ­თვე­ლოში სპეცანგარიშის გახსნას, აზიის გან­ვით­არ­ე­ბ­ის ბან­კის მოთ­ხ­ოვნის შესაბამისად, პროგრამის შეუფერხებლად განხორ­ცი­ე­ლების მიზ­ნით, კომპანია უზრუნველყოფს ინდივიდუალური კონს­უ­ლ­­ტანტების მი­ერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას საკუთარი სახ­ს­რე­ბით, რაც შემ­დგომში ანაზაურდება რეტროაქტიული წესით.

2. აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პრო­ცედურებით შერჩეული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონ­სულტანტების წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფი­ნან­სური ვალდებულებების შესრულებისათვის გახარჯული და შემ­დ­გომ­ში აზიის განვითარების ბანკის მიერ რეტროაქტიული წესით ანაზღა­უ­რებული თანხები მიიმართება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­­მომარაგების კომპანიის“ ანგარიშზე და საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნის­ტროს ეცნობება, როგორც პირდაპირი გადახდების შემთხვევაში.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური