დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2626 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2626
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა)იპ – მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას შორის 2007 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული, №17 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შესახებ.
2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელოს სახელშეკრულებო ღირებულების ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე.
3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დატკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე არ გავრცელდეს აღნიშნული წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები