დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის N41 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2624
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის N41 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
1. „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა ქარ თველოს კანონის 33-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მოწო ნებულ იქნე ს სა ქარ თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი ნისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გა დაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის №41 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსების, კლინიკებისათვის 2011 წლის თებერვალ‑მარტში სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით ჰოსპიტალიზებული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების, 2011 წლის 8 დეკემბრის №36 სხდომის გადაწყვეტილების 1.26; 19 დეკემბრის №38 სხდომის გადაწყვეტილების 1.183 და 1.363 პუნქტების კორექტირებისა და 2011 წლის 13 დეკემბრის №37 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების 1.359 პუნქტიდან 1.389 პუნქტების ჩათვლით გაუქმების თაობაზე.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები