საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2057
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
2057
21/10/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011
000000000.00.00.000000
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №2057

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1.    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სა­ქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობი­ლო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზ­ნით:

ა)    ეთხოვოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიას, მათ მფლობელო­ბაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ. მეფის/ელიავას ქ. 3/3-ში მდებარე უძ­რა­ვი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემჭიდრო­ე­ბულ ვადებში გადაცემა დეპარტამენტისათვის;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწი­ფო­ებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზ­ღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დეპარ­ტა­მენტმა ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მოწოდებული საპროექტო დო­კუმენტაციის საფუძველზე 2011-2012 წლებში უზრუნველყოს გად­მოცემული ფართობის შიდა სარემონტო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო და სხვა მომსახურებების სახელ­მწი­ფო შეს­ყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტის აპარატისათვის (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან და 2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დეპარტამენტის აპარატისათვის განსაზ­ღვრუ­ლი ასიგნებებიდან.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაით­ვალისწინონ ამ განკარგულებით 2012 წელს განსახორციელებელი სა­მუშაოებისა და მომსახურების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ და ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნული პროექტის შეუფერხებ­ლად განხორციელების მიზნით, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სა­კითხთა შეთანხმებისა და  დროული გადაწყვეტისათვის საჭირო დახ­მარება აღმოუჩინონ დეპარტამენტს. 

პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური