დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 13/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №30
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„M&CSAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს „M&CSAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტი.
2. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამატებით გამოეყოს 4 746 554 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაექვსი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით) კომპანია „M&CSAATCHI (UK) LIMITED“-ის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სარეკლამო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ცვლილებას.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები