დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 13/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №28
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის № 408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა „ერთიანი სამთავრობო ქსელის“ შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ გამოვლენილ შპს „მაგთიკომთან“ № 1 დანართით გათვალისწინებულმა უწყებებმა საქართველოს მთავრობასა და შპს „მაგთიკომს“ შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად , „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , უზრუნველყონ ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების არა უმეტეს 5-წლიანი შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები