დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2614 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2614
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული №99 ჭაბურღილიდან ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით.
| № | X | Y |
| ჭაბ. №99 | 330846 | 4611713 |
| WGS 1984. | ||
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები