„ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2612
29/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
000000000.00(0).000.000000
„ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2612

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი‑მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შე­ ­სა­ბამისად, „ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტე­ხი‑მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური და­სა­ ­ბუ­ ­თე­ბის (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართვე­­ლოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში შე­ტანილ იქ­­ნეს ცვლილება:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2011-2012 წლებში უზრუნველყოს ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის სა­ავტომობილო გზის ლენტეხი‑მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექ­ ­ნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომ­ზა­დება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზისა და განსახლების ჩარჩო დო­­­კუმენტის ჩათვლით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მოქმედი კა­ნონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) 2012 წელს შესასყიდი მომსახურების დაფინანსება განახორ­ციე­ლოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტა­მენ­ტი­სათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხ­ლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური