თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2603
29/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2603

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს  მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

1 . ქ. ბათუმში მშენებარე ალფაბეტური კოშკის სფეროში შიდა ინტერიერის დამატებითი სამუშაოების ხარჯების დაფინანსების მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 752 000 (შვიდას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი .

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები ქ. ბათუმის მერიამ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

ა) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №401 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე ბულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 14 880 000 (თოთხმეტი მილიონ რვაას ოთხმოცი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებით სამშენებლო სამუშაოების დროულად განსახორციელებლად – 980 000 (ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარი;

ბ ) ანაკლიაში ინდივიდუალური პროექტირების ხის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად – 11 500 000 (თერთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

გ) ქ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო‑ და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოსაწყობად – 2 400 000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი.“;

ბ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №1429 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მესტიის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საზედამხედველო მომსახურების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ `საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4 030 000 (ოთხი მილიონ ოცდაათი ათასი) ლარი.“;

გ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1544 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4 870 000 (ოთხი მილიონ რვაას სამოცდაათი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეული საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების, ასევე განსახლების ღონისძიებათა განსახორციელებლად – 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;

ბ) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ127–კმ131 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად – 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი;

 გ) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად – 725 000 (შვიდას ოცდახუთი ათასი) ლარი;

დ) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეულ საავტომობილო გზებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად – 345 000 (სამას ორმოცდახუთი ათასი) ლარი.“.

პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური