მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word
მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2601
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2601
29/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
000000000.00(0).000.000000
მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2601

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციე­ლებელი პროექტების ფონდიდან შპს „MESTIA RESORTS“‑ს გადაურიც­ხოს 472 000 (ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი ჰაწვალი‑ზურულდის სათხილამურო ტრასის გასანათებელი საშუალებების შეძენის და მათი საექსპლუატაციო‑ტექნიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ამ სა­მუ­შა­ოების განხორციელებისათვის აუცილებელი გზების მიყვანის ხარჯების დაფინანსების მიზნით.

2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გამოყოფილი 472 000 (ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „MESTIA RESORTS“‑ის კაპიტალი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სა­ხელმწიფო შესყიდვები შპს „MESTIA RESORTS“-მა განახორციელოს გა­მარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „MESTIA RESORTS“‑ისა­თვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტი­სათვის გადარიცხული ტრანსფერი .

პრემიერ ‑მინისტრი ნ . გილაური