„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016790
55/ნ
23/05/2014
ვებგვერდი, 23/05/2014
430190000.22.022.016790
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №55/ნ

2014წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი:430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. 2013-2014 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდეს ამ წესის გათვალისწინებით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგნებში იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული არ აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში, XI კლასის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტის გაცდენის გამო, ასევე მოსწავლის მშობლის მიერ სკოლის დირექტორისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სემესტრული გამოცდის დანიშვნის მოთხოვნის ან საშემოდგომო გამოცდის საჭიროების გამო;

ბ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს გამოცდები ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგნებში ჩაბარებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიღებს დადებით შეფასებასა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცდების ჩაბარების წელს შეფასდება  ექსტერნატის /საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ან/და XI კლასი ჩაეთვლება დაძლეულად;

გ) სამინისტრო 2014 წლის 25 სექტემბრამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით, ასევე საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების გზით ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე