„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
580
16/03/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
000000000.00(0).000.000000
„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №580

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) განკარგულების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2011 წლის 11 თებერვლამდე №2 დანართით განსაზღვრულ ვაუჩერის მოსარგებლეებზე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ აქტიურ მომხმარებელზე _ 20 ლარი) გადარიცხვა, ხოლო №21 დანართით განსაზღვრულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებზე სათანადო თანხების (ერთ ოჯახზე _ 20 ლარი) – არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე გადარიცხვა. ამავდროულად, სოციალური დახმარების მიმღებად განისაზღვროს №21 დანართით განსაზღვრულ ოჯახში უხუცესი წევრი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ემთხვევა უხუცესი წევრების დაბადების თარიღი , მიმღებად განისაზღვროს რიგით პირველივე უხუცესი წევრი.“;

ბ) განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) 39 532 კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სია №21 დანართის შესაბამისად.“;

გ) განკარგულების №21 დანართით განსაზღვრულ „კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სიას“ დაემატოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                              ნ . გილაური