„ზუგდიდი-ცაიშის“ თერმული წყლის საბადოზე (ჭაბურღილები – №1 საყრდენი, №8 თ და №14) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
„ზუგდიდი-ცაიშის“ თერმული წყლის საბადოზე (ჭაბურღილები – №1 საყრდენი, №8 თ და №14) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 579
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
579
16/03/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
000000000.00(0).000.000000
„ზუგდიდი-ცაიშის“ თერმული წყლის საბადოზე (ჭაბურღილები – №1 საყრდენი, №8 თ და №14) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 579

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

ზუგდიდი-ცაიშის თერმული წყლის საბადოზე (ჭაბურღილები – 1 საყრდენი, 8 თ და 14) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის 1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდი-ცაიშის თერმული წყლის საბადოზე (ჭაბურღილები – 1 საყრდენი, 8 თ და 14) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური