დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საგზაო ტექნიკის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №499
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საგზაო ტექნიკის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1 . „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე , ხაშური-ახალციხე-ვალე-თურქეთის საზღვრის საავტომობილო გზის კმ 91 – კმ 96 (0 ,34 ) მონაკვეთის საფუძვლის მოწყობისა და მიწის სამუშაოების დაგეგმილ ვადებში დასრულების მიზნით შპს „საგზაო ტექნიკა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალციხის მუნიციპალიტეტში , მდ . ფოცხოვისწყალზე განახორციელოს 25 500 მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში :
| № | X | Y |
| 1 | 320815 | 4610091 |
| 2 | 320781 | 4609997 |
| 3 | 320726 | 4609913 |
| 4 | 320714 | 4609869 |
| 5 | 320720 | 4609808 |
| 6 | 320784 | 4609809 |
| 7 | 320812 | 4609873 |
| 8 | 320828 | 4609986 |
| S=1.70 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2 . შპს „საგზაო ტექნიკამ“ უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება .
3 . ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია , რომ შპს „საგზაო ტექნიკა“ უზრუნველყოფს 4 435 (ოთხი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ) ლარის გადახდას .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები