საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2334
01/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2334

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა ფიზიკურ პირ ნუგზარ მამუჭაძეს (პირადი №61001013603) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული – ქ. თბილისში, ბაგების სატყეო უბანში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.09.004.053), ქ. თბილისში, ბაგების სატყეო უბანში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.09.004.055), ქ. თბილისში, ბაგების სატყეო უბანში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.09.004.092) ფიზიკურ პირ ნუგზარ მამუჭაძის საკუთრებაში არსებული – ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 361 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.72.14.034.097) და 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.72.14.034.101) მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ნ. გილაური