დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2336
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ შეიტანოს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ნგ&სს“‑ს შორის 2007 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №8ა ოქმი-ხელშეკრულებაში (11.10. 2007 წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისია, პირობებით გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №8ა) ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით ნაკისრ ვალდებულებათა მოხსნის მიზნით.
2. შპს „ნგ&სს“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმი-ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის სახელმწიფოს წინაშე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები, ზემოაღნიშნული ოქმი-ხელშეკრულებით გადაცემული ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №56/14/18/184 და №56/14/18/185) შემდგომში სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, შპს „ნგ&სს“-სათვის ტოლფასი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით;
ბ) განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები