ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობების დამტკიცების შესახებ

ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/053
დოკუმენტის მიმღები ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 19/05/2014
დოკუმენტის ტიპი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 300310000.25.017.016005
11/053
19/05/2014
ვებგვერდი, 20/05/2014
300310000.25.017.016005
ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობების დამტკიცების შესახებ
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11/053

2014 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, 255 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და საქართველოს ენერგეტიკისა მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანების მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობების თანდართული ფორმები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნავთობის გადამუშავების და ბუნებრივი გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ'' ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №1/003 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი