ა(ა)იპ – ბავშვი და გარემოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ა(ა)იპ – ბავშვი და გარემოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2591
27/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
000000000.00(0).000.000000
ა(ა)იპ – ბავშვი და გარემოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2591

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

ა(ა)იპ ბავშვი და გარემოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ ბავშვი და გარემოს (საიდენტიფიკაციო კოდი №203832460) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული:

ა) გარდაბანში, სოფელ ნორიოში მდებარე №1, №2 შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 2 202 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.09.11. 246);

ბ) გარდაბანში, სოფელ ახალსოფელში მდებარე №1 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართობ624,02 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 2 901 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.11.05.420).

2. ზემოაღნიშნული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ ბავშვი და გარემომ უზრუნველყოს თითოეული მცირე საოჯახო ტიპის სახლისათვის არა უგვიანეს 3 წელიწადში ერთხელ სარემონტო სამუშაოების შესრულება;

ბ) ა(ა)იპ ბავშვი და გარემომ საკუთრებაში არსებული ავტობუსი გამოიყენოს ბავშვების ტრანსპორტირებისათვის (კულტურული ღონისძიებები, ექსკურსიები);

გ) ა(ა)იპ ბავშვი და გარემომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, გამოიყენოს მოხალისე პროფესიონალების ჯგუფი – პედაგოგები, ფსიქოლოგები, ექიმები, სტუდენტები და სხვა;

დ) ა(ა)იპ ბავშვი და გარემომ უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გადაცემული უძრავი ქონების დაზღვევა სახელშეკრულებო ვადაში (10 წელი);

ე) ა(ა)იპ ბავშვი და გარემომ 2012 წლისათვის გამოიყენოს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისათვის.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელო ს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ ბავშვი და გარემოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური