„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.153.016201
14
15/05/2014
ვებგვერდი, 19/05/2014
210020010.35.153.016201
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2014 წლის 15 მაისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნტქის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
    შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში (სსმ, 110329023   31.03.2011, კერძოდ:

1.1. №2 დანართის მე-11 რიგითი ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

11.

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1მ2

0.3

0.37

 

1.2. №2 დანართს დაემატოს 27-ე და 28-ე რიგითი ნომერი შემდეგნაირად:

27.

სასათბურე მეურნეობები

საერთო ფართი 1მ2

0.04

0.05

28.

კარიერები

საერთო ფართი 1მ2

0.008

0.01

 

1.3. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მუნიციპალიტეტს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო ან სხვა საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტს დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად“.

„8. ობიექტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულ ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობას მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება“.

1.4. ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3. ვადის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება 2 თვის განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი ვადის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე“.

 

1.5. ხელშეკრულების მე-8 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი