სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ს.ს."წყალმშენი-1"
მიღების თარიღი 14/05/2014
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1
14/05/2014
ვებგვერდი, 16/05/2014
სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ
ს.ს."წყალმშენი-1"

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სს „წყალმშენი-1”-ის  აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

     სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 10 ივნისს, 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა 34, მე-3 სართული, ოთახი 12.

     სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2014 წლის 15 მაისი.

 

დღის წესრიგი:

1. 2013 წლის შედეგების განხილვა;

2. 2014 წლის ქმედებების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ;

 3. ფოთის საწარმოო კომპლექსის რეალიზაციის შემდგომი წარმოების შესახებ;

 4. ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ.

დღის წესრიგის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „წყალმშენი-1”-ის ადმინისტრაციაში (ტელ: 599 41 39 43), ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ადმინისტრაციაში, საერთო კრებამდე 7 დღით ადრე, პირადად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

 ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2014 წლის 15 მაისის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „წყალმშენი-1”-ის რეგისტრატორთან შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.

 

გენერალური დირექტორი     თ. გედევანიშვილი