დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1977 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1977
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ფიზიკურ პირ მადონა ღონღაძეს (პირადი №11001009840) საკუთრებაში გადასცეს ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №64.23.02.294) ფიზიკურ პირ მადონა ღონღაძის საკუთრებაში არსებული, ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. №5-ში მდებარე 21 კვ.მ შენობის ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №64.03.12.339ა) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები