დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1971 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1971
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში , სოფელ შრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე შრომისხევზე განახორციელოს 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) მ3 ქვიშა, ხრეშის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | x | y |
| 1 | 604323 | 4630342 |
| 2 | 604357 | 4630315 |
| 3 | 604087 | 4630094 |
| 4 | 604108 | 4630155 |
| 1,20 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 6 261 (ექვსი ათას ორას სამოცდაერთი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები