„M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13.01.595
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 15/05/2014
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 300060000.37.101.016187
13.01.595
15/05/2014
ვებგვერდი, 16/05/2014
300060000.37.101.016187
„M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 
ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №13.01.595

2014 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27.11.2013წ., 300060000.37.101.016170)  და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. თბილისის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებმა: შპს „თბილ ლაინ“-მა, შპს „კაპიტალ გრუპ-„მა, შპს „თბილ ქარ“-მა და შპს „ფაბლიქ ქარ“-მა,  მათ მიერ სანებართვო პირობების შესასრულებლად განკუთვნილი და გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვილი, M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით, შეღავათიანი  (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50%-იანი ფასდაკლებით (გარდა ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 65 თეთრიანი მგზავრობის ფასისა, ამ შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასი აუნაზღაურდეთ 33 თეთრის ოდენობით)  უზრუნველყონ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეების მგზავრობა:

ა) დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ბ) დედაქალაქში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში;

გ) დედაქალაქში რეგისტრირებული სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

დ)   დედაქალაქში რეგისტრირებული  სამხედრო ძალების ვეტერანები;

ე) დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტეროტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახის წევრები;

ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“. 

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე